Nexia Georgia საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში, 2014 წლიდან. Nexia-ს ქსელი, რომელიც
ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში, 800-მდე ოფისით არის წარმოდგენილი და გამოირჩევა თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით.
Nexia Georgia აერთიანებს 700-მდე კლიენტს და 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს
კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიკური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და
ცოდნით.
Nexia Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
ძირითადი მოვალეობები:
• არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა, Nexia Georgia-ს სერვისების გაცნობა და შეთავაზება;
• ბაზების მართვა და განახლება;
• მეილების მართვა;
• შეხვედრების ორგანიზება.
მოთხოვნები:
• კომუნიკაციის კარგი უნარი;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• გუნდური მუშაობის უნარი.
➢ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი, უნივერსიტეტთან შეთავსებით
➢ სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის N12, King David.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის
დასახელება - "სტაჟიორი კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტში".
გისურვებთ წარმატებებს!